ადვოკატის პროფესია ძველ საბერძნეთში

ადვოკატის პროფესიის ისტორია ძველი ცივილიზაციებიდან იღებს სათავეს, მაგალითად, ძველ საბერძნეთში ასეთი საქმიანობის მიმდევრები თავიანთი ფუნქციის მიხედვით ცნობილნი არიან, როგორც:

- ლოგოგრაფები — ისინი წერდნენ სასამართლოში წარსადგენ სიტყვას (აპოლოგი), თუმცა წარმომადგენლობის უფლება არ გააჩნდათ. მათი საქმიანობა იყო ანაზღაურებადი.

- სინეგორების გაჩენამ სასამართლო პროცესი უფრო შთამბეჭდავი და საინტერესო გახადა, რადგან ისინი სიტყვას ორატორული ნიჭით წარმოთქვამდნენ. თუმცა, სინეგორების გამოსვლა ხშირად დიდხანს გრძელდებოდა და მოსმენაც აუტანელი და დამქანცველი იყო. ამიტომ სასამართლო მათი გამოსვლის რეგლამენტირების ხერხს იყენებდა. იდგმებოდა ორი ჯამი, იგივე კლეპსიდრა (წყლის საათი). თუ ამაღლებულ ადგილზე მდგარ ჯამს აავსებდნენ წყლით, ეს ნიშნავდა, რომ სიტყვის უფლება დროით განსაზღვრული იყო. ჯამის ნახვრეტიდან გადმოდინებული წყლის ბოლო წვეთით გამოსვლა წყდებოდა.

- პარაკლეტები იყვნენ მაქებარნი, მათ დაცვის მხარის ქების ფუნქცია ეკისრათ.

- პრაგმატები სინეგორებს კანონებზე და სასამართლო პრაქტიკაზე მითითებით ეხმარებოდნენ.

- შემდეგში გაჩნდნენ ორატორები, მაგალითად, ცნობილები — დემოსთენე, ლიკურგი ათენელი და ა. შ.

(ნახატზე ასახულია ძველი ათენის უდიდესი ორატორი დემოსთენეს მეცადინეობა საორატორო ხელოვნებაში. მხატვარი — ჟან ლეკომტე დუ ნოუი (1842-1923))